საუდის არაბეთის სანავთობო კომპანიამ Saudi Aramco შესაძლოა, საფონდო ბირჟებზე აქციების მორიგი პაკეტი გაიტანოს გასაყიდად. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია Al Hadath სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის მმართველ იასირ არ-რუმეინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ ამ ნაბიჯზე, თუ საბაზრო პირობები ამის შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა არ-რუმეინმა.
მანვე გაიხსენა, რომ 2019 წელს Saudi Aramco-ის აქციების პირველადი განთავსების შედეგად გაყიდა აქციების 1,7%. ამან მას საშუალება მისცა, მიეღო 29,4 მილიარდი დოლარის შემოსავალი.
Saudi Aramco არის მსოფლიოს უმსხვილესი სანავთობო კომპანია ნავთობმოპოვებისა და სანავთობო რეზერვების კუთხით. კომპანიას მისი მოგების 80% შეაქვს საუდის არაბეთის სახელმწიფო ბიუჯეტში.
24 იანვარს მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბენ სალმან ალ საუდმა, რომელიც იკავებს პირველი ვიცე-პრემიერის და თავდაცვის მინისტრის პოსტებს, განაცხადა, რომ აპირებს ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიცირებას. მისი თქმით, არასანავთობო კომპანიების წარმოება უნდა გაიზარდოს 320 მილიარდ დოლარამდე უკვე 2025 წლისთვის და მასზე მოვიდეს ქვეყნის მშპ-ს მნიშვნელოვანი წილი.