2012 წლიდან დღემდე ბიუჯეტის დეფიციტი ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, შარშან ქვეყნის მთავარი ხაზინის დეფიციტმა 4,264 მლრდ ლარი შეადგინა.

უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში პირველად დეფიციტშია ბიუჯეტის საოპერაციო სალდოც, კერძოდ, გასულ წელს ბიუჯეტში შემოსავლების სახით, 10,488 მლრდ ლარი შევიდა, ხოლო ამავე პერიოდში ხარჯებმა 12,531 მლრდ ლარი შეადგინა. ანუ გამოდის, რომ გასულ წელს საოპერაციო სალდო -2 ,043 მლრდ ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან ბიუჯეტის ასეთი მოცულობის დეფიციტი ჯერ ქვეყანას არ ჰქონია. ცხადია, ამ ყველაფრის მიზეზი კი ეკონომიკური კრიზისია, რომლის გამოც ქვეყნის ბიუჯეტს შემოსავლები შეუმცირდა, ხოლო ხარჯები, პირიქით, გაეზარდა.

deficiti-1611738347.png

ავტორი: ნოდარ სირბილაძე