რუსეთის დედაქალაქში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.
ქალაქის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, რესტორნებს, ბარებს, ღამის კლუბებსა და სხვა გასართობ დაწესებულებებს 13 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვა ეხსნებათ, რომლის მიხედვითაც მათ ღამის საათებში, 23:00-დან-06:00 საათამდე, მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევა ეკრძალებოდათ.
მისივე თქმით, ამასთან, ბიზნესს აღარ ექნება ვალდებულება, თანამშრომლების მინიმუმ 30% დისტანციურ რეჟიმში გადაიყვანოს.
„გთხოვთ გახსოვდეთ, რომ კორონავირუსით ინფიცირების ალბათობა შემცირებულია, მაგრამ მაინც არსებობს. ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. სიფრთხილე გვმართებს ”, - მიმართა მერმა დედაქალაქის მოსახლეობას.
მისივე თქმით, მოქალაქეებს მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარების ვალდებულება ისევ ექნებათ.