ჩვენმა სექტორმა ანახა, როგორ შეიძლება მართო პროცესი წარმატებულად პანდემიის პერიოდში. 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში 6 სავაჭრო ცენტრი მოვემსახურეთ 1 მლნ მომხმარებელს და არანაირი ეპიდაფეთქება არ მომხდარა ანუ ეს შესაძლებელია, - ამის შესახებ „თბილისი ცენტრალის“ დორექტორმა ლევან ყარალაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უნდა არსებობდეს ანტიკრიზისული პაკეტი, რაც ქონების გადასახადზე შეღავათების დაწესებას გულისხმობს.
„ჩვენი შეთავაზება იქნება, რომ შაბათ-კვირის შეზღუდვის გარეშე გავაგრძელოთ მუშაობა. ასევე, საერთო პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იმიტომ, რომ 17 ათასი ადამიანი ყოველ დღე სამსახურში როგორ უნდა წავიდეს კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ასევე, მნიშვნელოვანია იყოს ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც ასევე არაა დამუშავებული, ეს გულისხმობს შეღავათს ქონების გადასახადზე, ასევე ვისაუბრებთ „კომენტანტის საათზე“, რომ ერთი საათით მაინც გადაიწიოს. სავაჭრო ცენტრებმა და ბიზნესმა რომ იმუშავოს 8-დან 9 საათამდე, ცოტა დროა, რომ ეს ხალხი სახლში მივიდეს“, - განაცხადა ყარალაშვილმა.
მისივე თქმით, სავაჭრო ცენტრებმა ტესტი ჩააბარეს.
„უკვე 9 თვეა პანდემიის პირობებში ვმუშაობთ და ბოლო ტესტმა, რაც ჩავაბარეთ, ანახა, რომ თერმოსკრინინგი, დეზობარიერი, შიდა დეზინფექციის სამუშაოები ეფექტიანია და მუშაობს. ხელისუფლებამ გაითვალისწინა ჩვენი მოთხოვნა და თებერვლის თვეში ჩატარებული ჩვენი თანამშრონლების ტესტი დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ”, - განაცხადა ყარალაშვილმა.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური გუნდი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით სავაჭრო ცენტრებისა და მოლების წარმომადგენლებს ხვდება.