კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მასობრივად დაწყებამდე, ქვეყანაში ინფრასტრუქტურა არსებობს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 370-მდე პუნქტია, რომელიც, წლის განმავლობაში, რუტინული იმუნიზაციის ფარგლებში, მილიონამდე აცრა-ვიზიტს ატარებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მასობრივად დაწყებამდე, ქვეყანაში ინფრასტრუქტურა არსებობს, თუმცა, შემდეგ სიმძლავრეების გაზრდა იქნება საჭირო.

„თუმცა, როგორც ვაქცინაციის გეგმაშია ასახული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ასაცრელია 1 670 000 ადამიანი, ორჯერადად. იმისთვის, რომ მოსახლეობის 60% აიცრას, 3.9 მილიონი ვაქცინა გვჭირდება. როცა მასობრივი იმუნიზაციის კამპანია დაიწყება, ამისთვის საჭიროა სიმძლავრეების გაზრდა. ეს ალბათ, გაზაფხულზე იქნება, როცა მასობრივი კამპანია დაიწყება, მანამდე ინფრასტრუქტურა სერიოზულადაა მომზადებული, მზადაა ცივი ჯაჭვი და ექიმებიცა და ექთნებიც გადამზადებულები არიან", - განაცხადა გამყრელიძემ.