საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ირანულმა მხარემ საზღვარზე შეჩერებული ტრანსპორტის გატარება დაიწყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, მათმა ნაწილმა უკვე გადაკვეთა საზღვარი და დარჩენილი ნაწილის გამოშვება ეტაპობრივად მოხდება.
„მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ ირანის საზღვარზე შეჩერებული სატვირთო მანქანების შესახებ, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეები მართავდნენ, საკითხის მოგვარებაში ყოველდღიურ რეჟიმში ვართ ჩართულნი, გვაქვს კომუნიკაცია ირანის შესაბამის სამსახურებთან, ასევე თავად მძღოლებთან და გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელებთან. ამ დროისთვის, ირანულმა მხარემ დაიწყო შეჩერებული ტრანსპორტის გატარება, მათმა ნაწილმა უკვე გადაკვეთა საზღვარი და დარჩენილი ნაწილის გამოშვება ეტაპობრივად მოხდება", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.