1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2969 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2969 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2969 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3011 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0042 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9982 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0032 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0050 შეადგინა.