10%-იანი ფასდაკლება დასრულებულ ბინებზე ორთაჭალაში - „ტერასა ჯგუფის“ 1-თვიანი შეთავაზება დაიწყო

პროექტზე „ტერასა ორთაჭალა“ დღეიდან 10%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. 1 თვეში საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე სამუშაოები დასრულების ფაზაში გადავა, მანამდე კი ბინის შეძენის მსურველებს შეუძლიათ, დარჩენილი 25 ბინიდან სასურველი ადგილზე შეარჩიონ და ფასდაკლებით ისარგებლონ.

საცხოვრებელი კორპუსი არტურ ლაისტის ქუჩაზე მდებარეობს და ამ ეტაპზე, მასზე მხოლოდ შიდა სამუშაოები ხორციელდება, რადგან სამშენებლო პროცესი უკვე დასრულდა. მაისის თვიდან ყველა მობინადრე შეძლებს, სარემონტო სამუშაოები დაიწყოს.

დარჩენილი 25 ბინის, როგორც უკვე გაყიდული ბინების უპირატესობაა მათი დადგემარება. უფრო კონკრეტულად კი, მომხმარებელთა უმეტესობის მოთხოვნის მიხედვით, 61 და 71 კვ.მ ფართობის ბინები 2 საძინებლით არის წარმოდგენილი, 101 კვ.მ ფართობის მქონე 3-საძინებლიან ბინებს კი თბილისის ულამაზესი პანორამული ხედები გამოარჩევს.

ortaa-1611821239.jpg

აღსანიშნავია, რომ შიდა სამუშაოების საბოლოოდ დასრულების შემდეგ, დარჩენილ ბინებზე ფასდაკლება აღარ გავრცელდება და როგორც სხვა მზა პროექტების შემთხვევაში, „ტერასა ორთაჭალას“ ფასებიც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„ტერასა ჯგუფის“ აქციასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე კომპანიის წარმომადგენელი ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურად გაესაუბრება. ამისათვის შეგიძლიათ, საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ ბმულზე დატოვოთ:

ganacxadii-1611821299.jpg

როგორც „ტერასა ჯგუფში“ განმარტავენ, ბინების შეზღუდული რაოდენობის გამო, ისინი თითოეულ მომხმარებელს მაქსიმალურად სწრაფად უპასუხებენ და მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, რათა სასურველი აქციით სარგებლობა შეძლონ.

(R)