Apple-ს შემოსავლებმა 100 მლრდ დოლარს გადააჭარბა

ამერიკულ კომპანია Apple-ს მეოთხე კვარტალში რეკორდული შემოსავლი დაუფიქსირდა. შემოსავლებმა პირველად გადააჭარბა 100 მილიარდ დოლარს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

სამთვიანი ანაგრიშის თანახმად, რომელიც დასრულდა 2020 წლის 26 დეკემბერს, კომპანიის შემოსავლებმა შეადგინა 111,4 მილიარდი დოლარი. ამ მაჩვენებლით დაფიქსიებულია 21%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როცა მისმა შემოსავლებმა 91,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანიის წმინდა მოგებამ ბოლო კვარტალში 28,75 მილიარდი დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 22,23 მილიარდი იყო.

ცნობისათვის, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამ დროისთვის შეადგენს 2,4 ტრილიონ დოლარს.

კოკა კვირკველია