გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 82.5 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 25.6 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 7.81%-ს შეადგენს. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 23 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 1.64%-ს შეადგენს.
ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 10.1 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 4.2 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 47%-ს შეადგენს.
ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 25 და 11%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდათ.