2020 წელს საქართველოში ხორბლის იმპორტი შემცირდა, წლიურად, 4,4%-ით.
საქსტატის მონაცემებით, პანდემიურ წელს ქვეყანამ უცხოეთში სულ 490 944 ტონა ხორბალი იყიდა, ჯამში 107,983 მლნ დოლარის ღირებულების. 2019 წელს კი საქართველოში 108,974 მლნ დოლარის ღირებულების 513 725 ტონა ხორბლისა და მესლინის იმპორტი განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ხორბლის იმპორტის ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდიოდა, 99,4%, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე რუსული ხორბლის წილი მთლიან იმპორტში 83%-ს შეადგენდა.
3 ქვეყანა, სადაც საქართველომ 2019 წელს ხორბალი/მესლინი იყიდა
- რუსეთი - 430 236 ტონა
- ყაზახეთი - 56 248 ტონა
- აშშ - 26 899 ტონა
3 ქვეყანა, სადაც საქართველომ 2020 წელს ხორბალი/მესლინი იყიდა
- რუსეთი - 488 279 ტონა
- აშშ - 2 500 ტონა
- თურქეთი - 55 ტონა
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველომ ხორბალი 10 ქვეყანაში, 2020-ში კი 9 ქვეყანაში იყიდა.