ტელეკომპანია „იმედი“ იყიდება

ტელეკომპანია „იმედი“ იყიდება.

აღნიშნულის შესახებ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართეს. საუბარია, შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილის 100%-ის გასხვისებაზე, რომელზეც თანხმობის მიცემის საკითხს კომისია დღეს განიხილავს.

ცნობისთვის, „ჯორჯია მედია პროდაქშენ გრუპი“ ტელეკომპანია „იმედის“ და ტელეკომპანია „ჯიდიესის“ მფლობელია. თავის მხრივ, ამ ჯგუფის 100%-იანი წილის მფლობელი კი ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძეა.

თაია არდოტელი