1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2995 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2995 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2969 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0026 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9973 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9982 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0009 შეადგინა.