ნათია თურნავა - კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 2020 წელს 56 ქულა შეინარჩუნა - საუკეთესოები ვართ რეგიონში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს კორუფციის ინდექსის მიხედვით კვლავ 56 ქულა აქვს და ქვეყნის პოზიციები ამ კუთხით არ გაუარესებულა. ამის შესახებ თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულებით, საქართველო რეგიონში კვლავ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

"კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 2020 წელს კვლავაც საკმაოდ კარგი ქულა შეინარჩუნა, იმავე 56 ქულა ძალაში დარჩა. არანაირად, ჩვენი პოზიციები არ გაუარესებულა და პირიქით, კვლავაც საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. ჩვენ საუკეთესოები ვართ ჩვენს რეგიონში, საუკეთესოები ვართ აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში და 180 ქვეყანას შორის ჩვენ 45-ე ადგილზე ვართ. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე გამჭირვალე ქვეყანაა და აღქმა კორუფციისა და საფრთხისა ძალიან დაბალია", - განაცხადა თურნავამ.