საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 31 იანვრის 00:00 საათიდან 05:00 საათამდე ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
მათივე ცნობით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს „ლოჭინის“ მიერ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ24 და კმ28 მონაკვეთზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოები დაგეგმილი იყო 2021 წლის 29 იანვრის 06:30სთ-დან 09:30სთ-მდე.
თუმცა, აღნიშნული სამუშაოების ჩატარება ტექნიკურად ვერ ხერხდება დაგეგმილ დროს. რის გამოც, სამუშაოები შესრულდება, 2021 წლის 31 იანვრის 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე. ამ პერიოდში შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ, ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს.