მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 102 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2.2 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 73.8 მილიონს მიაღწია.
ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 26 მილიონამდე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.