“ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ მომხმარებლების საჭიროებების უკეთ დასაკმაყოფილებლად ახლებური სტრატეგია მოქმედებს.
როგორც კომპანიიდან იუწყებიან, 7 იანვარს, კომპანიის ისტორიაში პირველად, პარალელურ რეჟიმში დამუშავდა გენერალური ტვირთების 3 გემი, მათ შორის ერთ-ერთი დაკომპლექტებული საპროექტო ტვირთით.
„ოპერაციების ცვლის არსებული სტრუქტურით, სამი განსხვავებული ტიპის გენერალური ტვირთის ერთდროულად დამუშავება ჩვენთვის გარკვეულწილად უჩვეულო ამოცანას წარმოადგენდა. ოპერაციების დაგეგმვა და აღსრულება შედარებით შეზღუდულ დროში მოგვიხდა, რაც მთელი გუნდისთვის საკმაოდ საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა. სატვირთო ოპერაციებმა შეუფერხებლად ჩაიარა და გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, წარმატებით შევძელით მომხმარებლისთვის ხარისხიანი და ეფექტური მომსახურების მიწოდება. სასიხარულოა, რომ როცა მომხმარებელი იმედს ამყარებს ჩვენს მომსახურებაზე და იჩენს ნდობას, ყოველთვის მზად ვართ ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიოთ სასურველ შედეგებს“ - განაცხადა ოპერაციების დირექტორმა, მეთიუ რანტანენიმ.
“ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ მუდმივად ავითარებს ახალ სამუშაო მიდგომებსა და სერვისებს მომხმარებლების ეფექტურად მომსახურების უზრუნველსაყოფად, რათა მიღწეულ იქნას ჩვენი გლობალური მიზანი, გავხდეთ მსოფლიოში საუკეთესო პორტ-ოპერატორი და გავაძლიეროთ მომხმარებელზე ორიენტირებულობა მთელი ეი.პი. მოლერ-მერსკ ჯგუფის მასშტაბით. შესაბამისად, ჩვენი მომხმარებლების საჭიროებების უკეთ დასაკმაყოფილებლად კომპანიაში ახლებური სტრატეგია მოქმედებს.
გემების დაგეგმილი გრაფიკის ცვლილებამ და გენერალური ტვირთების ქვეყნის ყველაზე დიდ, ფოთის საზღვაო ნავსადგურში დამუშავებაზე გაზრდილმა მოთხოვნამ, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ საოპერაციო გუნდს საშუალება მისცა დაეფიქსირებინა მორიგი მიღწევა. 7 იანვარს, კომპანიის ისტორიაში პირველად, პარალელურ რეჟიმში დამუშავდა გენერალური ტვირთების 3 გემი, მათ შორის ერთ-ერთი დაკომპლექტებული საპროექტო ტვირთით.
2020 წლის ოქტომბერში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ახალი მობილური სანავსადგურე ამწის შეძენით სანავსადგურე ტექნიკის ფლოტის გაძლიერების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ინვესტიციის წყალობით შეიქმნა შესაძლებლობა, ამწე განთავსებულიყო „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ოპერირებაში მყოფ თავისუფალ ნავმისადგომზე და შედეგად, ერთდროულად დამუშავებულიყო გენერალური ტვირთების სამი გემი. ექსპლუატაციაში რამდენიმე თვის წინ შესული „გოტვალდის“ წარმოების მობილური ამწის დანიშნულება სწორედ მსგავსი მოქნილობის უზრუნველყოფაა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.