საქართველოში კორონავირუსით კიდევ 21 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 21 ადამიანი გარდაიცვალა. "სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 148 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 19 311 ტესტი ჩატარდა.