რუსუდან კერვალიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას 31 მარტს დატოვებს

„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას 31 მარტს დატოვებს. მას აღნიშნულ დროს სასჯელი სრულად ექნება მოხდილი.

ცნობისთვის, რუსუდან კერვალიშვილი „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, მაია რჩეულიშვილთან ერთად დამნაშავედ არის ცნობილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე მათგანს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანზე, კრწანისის და წყნეთის ობიექტებს ეხება.