„თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდეგ ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა 43.7%-ით შემცირდა, უფრო კონკრეტულად, აქ საუბარია 15 იანვრიდან 25 იანვრამდე არსებულ პერიოდზე.
გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ თბილისში არსებულ ბინებზე ფასი დაახლოებით 7%-ით შემცირდა.
შეგახსენებთ, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა 2020 წლის ივლისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებიც 2020 წლის ბოლომდე იპოთეკურ სესხს აიღებდნენ, სახელმწიფო მათ სესხის 4%-ს დაუფარავდა. პროგრამის ბიუჯეტი ჯამში 70 მლნ ლარს შეადგენდა და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე