შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქროს შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, კანონდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა, საქმის მასალები კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა",-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.