ჩინეთმა 2020 წელს 220 მილიარდი პირბადე გაიტანა ექსპორტზე

ჩინეთმა 2020 წლის განმავლობაში 220 მილიარდზე მეტი პირბადე გაიტანა ექსპორტზე. ამის შესახებ ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ ციან კემინმა განაცხადა.

მისი მონაცემებით, ამავე დროს ექსპორტზე გასულია 2,3 მილიარდი დამცავი კოსტიუმი და 1 მილიარდი ტესტების რეაქტივი.

ჩინოვნიკის თქმით, ჩინეთი აქტიურად ავითარებს „მის უპირატსობას, როგორც ეპიდემიის საწინააღმდეგო საშუალებების ყველაზე მსხვილი სახელწმიფო-მიმწოდებლის“.

კოკა კვირკველია