კომპანია "გლოვოს" კურიერები გაიფიცნენ. ისინი ამ წუთებში სპორტის სასახლესთან აქციას მართავენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" "გლოვოს" ერთ-ერთმა კურიერმა განუცხადა, მათი მოთხოვნაა დაუბრუნდეთ ის ანაზღაურება, რაც აქამდე ჰქონდათ. მისი თქმით, არ აქვთ პასუხი, თუ რის გამო შეუმცირდათ ხელფასები. აქციის მონაწილის განმარტებით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შეკვეთას არ გაიტანენ.
ამასთან, აქციაზე მყოფი “გლოვოს" თანამშრომლების განმარტებით, ამ წუთებში, მომხმარებელი შეკვეთას ვეღარ აკეთებს, რადგან აქციის პარალელურად "გლოვოს" აპლიკაციაც გაითიშა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათმა პროტესტმა შედეგი გამოიღო.
“შეგვიმცირდა ტარიფების ის რაოდენობა, რასაც კილომეტრაჟზე პანდემიამდე გვიხდიდნენ. რეალურად, კომპანიას მუშაობა მოემატა, შეკვეთები არის, მაგრამ ჩვენ ხელფასები მოგვაკლდა. ეს არარელურია. ყველა ობიექტიდან "გლოვოს" წილს უხდიან, ჩვენ ამაში ვეხმარებით, მაგრამ ტარიფები შეგვიმცირდა. ხელმძღვანელობა დადებითს ჯერ ვერაფერს გვეუბნება. გვესმის, რომ კრიზისია და კომპანისაც შესაძლოა კრიზისი აქვს, მაგრამ ქვეყანაში მხოლოდ მიტანის სერვისი მუშაობს, იღებს საკმაოდ დიდ თანხას და გასამრჯელოს ნაკლებს გვიხდის”, - განაცხადა "გლოვოს" ერთ-ერთმა კურიერმა.