საქართველოდან ცოცხალი ცხვრების და თხების ექსპორტი 50%-ით გაიზარდა

კორნავირუსის პანდემიის მიუხედავად საქართველოდან ცოცხალი თხების და ცხვრების ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. კერძოდ, 2020 წელს ქვეყნიდან 20,546 მლნ დოლარის წვრილფეხა საქონელი გავიდა, რაც 2019 წელთან თითქმის 50%-ით მეტია, 2019 წელს საქართველოდან ექსპორტზე 13,722 მლნ დოლარის ღირებულების ცხვარი და თხა გაიყიდა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2020 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ცოცხალი ცხვრები და თხები საუდის არაბეთში გავიდა - საერთო ექსპორტის 63,5%.

მთლიანად კი წვრილფეხა საქონელი შარშან 5 ქვეყანაში გაიყიდა:

  • საუდის არაბეთი - 13,045 მლნ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 5,787 მლნ დოლარი
  • ქუვეითი - 1,187 მლნ დოლარი
  • ყატარი - 413,5 ათასი დოლარი
  • ომანი - 112,1 ათასი დოლარი