კორნავირუსის პანდემიის მიუხედავად საქართველოდან ცოცხალი თხების და ცხვრების ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. კერძოდ, 2020 წელს ქვეყნიდან 20,546 მლნ დოლარის წვრილფეხა საქონელი გავიდა, რაც 2019 წელთან თითქმის 50%-ით მეტია, 2019 წელს საქართველოდან ექსპორტზე 13,722 მლნ დოლარის ღირებულების ცხვარი და თხა გაიყიდა.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2020 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ცოცხალი ცხვრები და თხები საუდის არაბეთში გავიდა - საერთო ექსპორტის 63,5%.
მთლიანად კი წვრილფეხა საქონელი შარშან 5 ქვეყანაში გაიყიდა:
- საუდის არაბეთი - 13,045 მლნ დოლარი
- აზერბაიჯანი - 5,787 მლნ დოლარი
- ქუვეითი - 1,187 მლნ დოლარი
- ყატარი - 413,5 ათასი დოლარი
- ომანი - 112,1 ათასი დოლარი