რატომ იღებს მთავრობა შიდა ვალს - ფინანსთა სამინისტროს განმარტება

2021 წლის დასაწყისიდან დღემდე ფინანსთა სამინისტრომ უკვე სახაზინო ობლიგაციების 2 აუქციონი გამართა, სადაც ჯამში 60 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა. ანუ ეს იმას ნიშნავს, საქართველოს მთავრობამ იანვარში 60 მლნ ლარის შიდა ვალი უკვე აიღო.

არადა, 2021 წლის ბიუჯეტში ფინანსთა სამინისტროს გარკვევით ეწერია, რომ მთავრობა შიდა ვალს წელს არ აიღებდა. შესაბამისად, არ მოხდებოდა არც სახაზინო ვალდებულებების და არც ახალი სახაზინო ობლიგაციების ემისია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი ჩნდება კითხვა, თუ რატომ აიღო მთავრობამ შიდა ვალი, მაშინ როცა ბიუჯეტის გათვალისწინებით წელს ქვეყანას მხოლოდ საგარეო ვალი უნდა აეღო.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით კი, მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ იმ ოდენობის შიდა ვალს აიღებს, რასაც წელსვე გაისტუმრებს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, თუ მთავრობამ 10 მლნ ლარის საშინაო ვალდებულება გაისტუმრა, მას შეუძლი წელს 10 მლნ ლარი ისევ ისესხოს:

„2021 წლის განმავლობაში სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით საშინაო ვალდებულებების ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 0 ლარით. რაც ნიშნავას, რომ ემისიის განხორციელება მოხდება მხოლოდ იმ მოცულობით რა მოცულობით ხდება დაფარვაც 2021 წლის განმავლობაში“, - განუცხადა ფინანსთა სამინსტრომ „ბიზნესპრესნიუსს“.

ნოდარ სირბილაძე