სპორტის სასახლესთან კომპანია “გლოვოს" კურიერების აქცია დასრულდა. გაფიცულ თანამშრომლებთან აქციაზე მივიდა კურიერების ხელმძღვანელი პირი, ლევან ჯიხვაშვილი და მათ პრობლემის მოვარებას დაპირდა. მისივე განმარტებით, ხელმძღვანელობასა და კურიერებს შორის ანაზაღაურებასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.
როგორც ჯიხვაშვილმა აღნიშნა, კურიერებს ბონუსები, უკვე ხვალიდან ჩაერიცხებთ.
“კურიერების პირობების განხილვა მიმდინარეობს. 10 თებერვალს პასუხი იქნება, თუმცა მანამდე იქნება საათობრივი ბონუსები და ის ეტაპობრივად ჩაირთვება. შეთანხმება შედგა. მუშაობას კურიერები დღეიდან აღადგენენ" - განაცხადა ლევან ჯიხვაშვილმა.
ცნობისთვის, კომპანია "გლოვოს" კურიერები დღეს გაიფიცნენ და სპორტის სასახლესთან აქცია გამართეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "გლოვოს" ერთ-ერთმა კურიერმა განუცხადა, მათი მოთხოვნაა დაუბუნდეთ ის ანაზღაურება, რაც აქამდე ჰქონდათ.