Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 86.4 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა

გამოცემა Bloomberg-ის სპეციალური პლატფორმის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 86.4 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

მათ შორის, აშშ-ში 27.3 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 23 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით.

ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 10.9 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 4.3 მილიონი ადამიანი აიცრა.

ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს. მსოფლიოში დღეში საშუალოდ 4.1 მილიონამდე ადამიანი იცრება.