Johnson & Johnson-ის ვაქცინამ 66%-იანი ეფექტურობა აჩვენა

ბელგიური ფარმაცევტული კომპანია Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ, გლობალური კლინიკური კვლევისას, საშუალო და მძიმე ფორმის წინააღმდეგ 66%-იანი, დაავადების მძიმე ფორმის წინააღმდეგ კი 85%-იანი ეფექტურობა აჩვენა, -ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციისთვის Johnson & Johnson-ის ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი.

ვაქცინაციისას ორგანიზმში დასუსტებული ვირუსის გენეტიკური კოდი შეჰყავთ, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ორგანიზმმა საფრთხე ამოიცნოს და კორონავირუსთან ბრძოლა ისწავლოს.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა CNN-თან Johnson & Johnson-ის ვაქცინის უპირატესობებზე ისაუბრა.

”ვაქცინა იაფია, საკმარისია ერთჯერადი დოზა და არ სჭირდება „ცივი ჯაჭვის“ სისტემა, რაც საკმაოდ კარგია”, - აღნიშნა ფაუჩიმ.

Johnson & Johnson-ში აცხადებენ, რომ მწვავე ალერგიული რეაქციის შემთხვევები, რომელსაც ანაფილაქსია ეწოდება, არცერთ მოხალისეში არ დაფიქსირებულა.