სად იყიდება ყველაზე მეტი ახალაშენებული ბინა - მოთხოვნადი და ნაკლებ მოთხოვნადი უბნები თბილისში

Colliers International Georgia უძრავი ქონების ბაზრის 2020 წლის მიმოხილვას აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, ახალაშენებული ბინების რაოდენობა 14%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით, ხოლო ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რიცხვი 26%-ით შემცირდა და 8,593 ერთეული შეადგინა. ჯამურად, ახალ და ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით შემცირდა.

ამასთან, როგორ კვლევაშია აღნიშნული, 2020 წელს ახალაშენებულ ბინებზე ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა თბილისის უბნების უმეტეს ნაწილში. მცირედი კლება დაფიქსირდა სამგორში, ნაძალადევსა და დიდუბეში, 2%, 1% და 6%. გამონაკლისს წარმოადგენს გლდანი, სადაც ტრანზაქციების რაოდენობა 38%-ით გაიზარდა.

უბნების მიხედვით, თბილისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციები 2020 წელს ასე გადანაწილდა :

  • საბურთალო - 3 946;
  • დიდი დიღომი - 3 589;
  • სამგორი - 3 478;
  • გლდანი - 2 663;
  • ნაძალადევი - 1 917;
  • დიდუბე - 1 077;
  • ვაკე - 632;
  • მთაწმინდა - 332;
  • კრწანისი - 311;
  • ისანი - 248;
  • ბაგები - 218;
  • ჩუღურეთი - 175;
  • ფონიჭალა - 27;
  • წყნეთი - 9;
  • დიდგორი - 4.
თაია არდოტელი