ნორვეგიის სახელმწიფო საპენსიო ფონდმა, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ეროვნული კეთილდღეობის ფონდი, მის ხელთ არსებული, ნავთობმოპოვებასთან დაკავშირებული ყველა აქცია გაყიდა.
„2019 წლისთვის ფონდის სანავთობო პაკეტი 6 მილიარდ დოლარს შეადგენდა და ის სრულად გაიყიდა გასული წლის ბოლოსთვის“. ამის შესახებ Norges Bank Investment Management-ის (NBIM) დირექტორის მოადგილემ ტრონდ გრანდემ სააგენტო Bloomberg-ს განუცხადა. NBIM - ნორვეგიის ცენტრალური ბანკის განყოფილებაა, რომელიც პასუხისმგებელია ფონდის მართვაზე.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ნაბიჯი ასრულებს ამ ფონდის გამოსვლის მრავალწლიან პროცესს ნავთობმოპოვების დარგიდან, რომელიც მისი არსებობის უმეტეს მანძილზე განსაზღვრავდა ნორვეგიის ეკონომიკას.
2020 წლის შედეგების მიხედვით, ფონდმა მიიღო ბოლო 20 წლის მანძილზე ყველაზე დიდი შემოსავალი - მისი ღირებულება გაიზარდა 1,07 ტრილიონ ნორვეგიულ იენამდე (123 მილიარდ დოლარამდე), ზრდამ 10,9% შეადგინა. თუმცა, ინვესტიციებმა სანავთობო დარგში მას 10 მილიარდი დოლარის ზარალი მოუტანა. სანავთობო ფონდი კვლავინდებურად ფლობს ინტეგრირებული სანავთობო კომპანიების აქციებს, კონკრეტულად კი Royal Dutch Shell Plc.-ში.
2020 წლის ბოლოსთვის ფონდის ღირებულებამ 10,914 ტრილიონი კრონი შეადგინა. აქციებში საინვესტიციო პორტფელების მოცეულობამ 72,8%, ობლიგაციებში 24,7%, ხოლო უძრავ ქონებაში 2,5% შეადგინა.
ნორვეგიის სახელმწიფო საპენსიო ფონდი შეიქმნა 1990 წელს. ამ დროისთვის მას ეკუთვნის მსოფლიოში არსებული ყველა აქციის 1,5%, ის ფლობს წილებს 9,2 ათასზე მეტ კომპანიაში 74 ქვეყნიდან. მის პორტფელიოში ყველაზე დიდ წილს იკავებს ფასიანი ქაღალდები ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Apple, Microsoft, Alphabet, Nestle და Amazon.com.