მსოფლიოს უძველესმა ბანკმა Monte Dei Paschi კაპიტალის აღდგენის გეგმა დაამტკიცა

იტალიური ბანკის Banca Monte dei Paschi di Siena-ს დირექტორთა საბჭომ მიიღო კაპიტალის აღდგენის გეგმა, რომელიც განსახილველად წარედგინება ევროპის ცენტრალურ ბანკს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

გეგმა ითვალისწინებს დამატებით კაპიტალიზაციას 2,5 მილიარდ ევრომდე, თუ ბანკი მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში ვერ მოძებნის „სტრუქტურულ გადაწყვეტილებას“, მათ შორის შერწყმას. დამატებით კაპიტალიზაცია „ჩატარდება საბაზრო პირობებით სახელმწიფოს მხრიდან პროპორციული შენატანით“. მისი ჩატარება უნდა მოხდეს აქციონერების ნებართვით.

დეკემბერში Monte dei Paschi მის საჭიროებებს 2-2,5 მილიარდ ევროდ აფასებდა. Banca Monte dei Paschi-ის აქციები პარასკევს გამართული ვაჭრობისას 1,6%-ით გაიაფდა.

Monte Paschi, ეს არის 1472 წელს სიენაში დაფუძნებული ბანკი, რომელიც ითვალისწინებდა იაფი ფულადი კრედიტების გაცემას შედარებით შეძლებულ საზოგადოების ფენაზე. ის არის დღემდე მოქმედი ყველაზე ძველი ბანკი მსოფლიოში.

კოკა კვირკველია