სოციალურმა ქსელმა Facebook-მა 2020 წლის ფინანსური ანგარიში წარმოადგინა. როგორც ირკვევა გასულ წელს კომპანიამ ჯამურად 85,96 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 21%-ით მეტია. აქედან 84,17 მოდის რეკლამიდან მიღებულ შემოსავლებზე.
კომპანიის წმინდა მოგება 58%-ით არის გაზრდილი და შეადგენს 29,15 მილიარდ დოლარს. ამასთან, 2020 წელს სოციალური ქსელის ყოველდღიურად აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ შეადგინა 1,84 მილიარდი, წლიური ზრდა კი 11% იყო. ამასთან, ყოველთვიურად ქსელს 2,8 მილიარდი ადამიანი სტუმრობდა (+12%).
როგორც კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა დევიდ ვენერმა განაცხადა, მეოთხე კვარტალში სერვერზე ნაჩვენები რეკლამების ჯამური მაჩვენებელი გაიზარდა 25%-ით, ხოლო რეკლამაზე საშუალო ფასმა 5%-ით მოიმატა. ამასთან, კომპანიის საკუთარი მარკეტინგული ხარჯები 8%-ით გაიზარდა.
ვენერის თქმით, Facebook-მა მოირგო პანდემიისას გამოვლენილი ორი ეკონომიკური ტენდენციით. პირველი — ეს არის ონლაინ-ვაჭრობაზე გადასვლა, მეორე — სამომხმარებლო მოთხოვნის ზრდა პროდუქციასა და მომსახურებაზე. მისი პროგნოზით, 2021 წლის დასაწყისში სარეკლამო გაყიდვები შემცირდება, თუმცა მეორე ნახევრიდან კომპანიის ზრდის ტემპების დაჩქარებას მოელის.