გერმანია კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებთან საზღვრებს კეტავს

გერმანია დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, ბრაზილიიდან, პორტუგალიიდან და სამხრეთ აფრიკიდან თვითმფრინავების, მატარებლების, ავტობუსებისა და გემების შესვლას კრძალავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გერმანიის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება აღნიშნულ ქვეყნებში გავრცელებული კორონავირუსის ახალი ვარიანტებისგან საკუთარი მოსახლეობის დაცვის მიზნით მიიღო.

გამონაკლისი შეეხებათ პირებს, რომლებსაც გერმანიაში ცხოვრების უფლება აქვთ ან სხვადასხვა საქონელი გადააქვთ, აგრეთვე გადაუდებელ სამედიცინო ტრანსპორტსა და "გადაუდებელი ჰუმანიტარული მიზეზების გამო" მგზავრობას.

შეზღუდვა ძალაში დღეს და ხვალ შევა და 17 თებერვლამდე იმოქმედებს.