4 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში საქონლის ხორცი შემოდის

გასულ წელს საქართველოში საქონლის ხორცის იმპორტი შემცირდა.

კერძოდ, 2020 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ახალი ან გაცივებული ხორცის იმპორტმა 510 690 აშშ დოლარი (97,62 ტონა) შეადგინა; მაშინ როცა 2019 წელს ეს მაჩვენებელი 1 827 760 დოლარი (471,13 ტონა) იყო.

4 ქვეყანა, საიდანაც გასულ, 2020 წელს საქონლის ხორცი შემოვიდა, ასე გამოიყურება:

  • ნიდერლანდი - 316 180 აშშ დოლარი;
  • მოლდოვა - 96 300 აშშ დოლარი;
  • აშშ - 93 610 აშშ დოლარი;
  • იაპონია - 4 400 აშშ დოლარი.

თაია არდოტელი