გასულ წელს საქართველოში საქონლის ხორცის იმპორტი შემცირდა.
კერძოდ, 2020 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ახალი ან გაცივებული ხორცის იმპორტმა 510 690 აშშ დოლარი (97,62 ტონა) შეადგინა; მაშინ როცა 2019 წელს ეს მაჩვენებელი 1 827 760 დოლარი (471,13 ტონა) იყო.
4 ქვეყანა, საიდანაც გასულ, 2020 წელს საქონლის ხორცი შემოვიდა, ასე გამოიყურება:
- ნიდერლანდი - 316 180 აშშ დოლარი;
- მოლდოვა - 96 300 აშშ დოლარი;
- აშშ - 93 610 აშშ დოლარი;
- იაპონია - 4 400 აშშ დოლარი.