ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად 20 იანვარს გახდა. 78 წლის ბაიდენს პრეზიდენტობამდე არაერთი მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა, მათ შორის ობამას პრეზიდენტობისას ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას ასრულდება.
ამჟამად ბაიდენი თეთრ სახლში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მისი პირადი ცხოვრებითა და ქონებით არაერთი გამოცემა დაინტერესდა.
Forbes-ის მიხედვით, ჯო და ჯილ ბაიდენების ქონება 9 მილიონს შეადგენს. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 4 სახლს, სადაც ბაიდენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ცხოვრობდა.
გრინვილი, დელავერი
როგორც ცნობილია, თეთრ სახლში გადასვლამდე ბაიდენი მეუღლესთან ერთად დელავერის შტატში, ქალაქ გრინვილში ცხოვრობდა. წყვილმა მიწის ნაკვეთი 1996 წელს შეიძინა და სახლი საკუთარი სურვილის მიხედვით ააშენა.
სახლს საცურაო აუზი და ავტოფარეხი აქვს. დღეს მისი ღირებულება 2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
რეჰობოთ ბიჩი, დელავერი
ქალაქ რეჰოვოთ ბიჩში, ბაიდენებმა სახლი 2017 წელს 2.7 მილიონად იყიდეს.
სახლი ზღვასთან ახლოს, ჰენლოპენის პარკიდან რამდენიმე წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. როგორც ცნობილია, სახლი 3 სართულიანია და მასში 6 საძინებელია მოწყობილი.
ამასთან, სახლს საცურაო აუზი, დიდი ტერასა და ღია ცის ქვეშ სამზარეულო აქვს.
„ჯილს და მე ხშირად გვიოცნებია სანაპიროსთან ახლოს სახლის ყიდვა, სადაც მთელი ოჯახის ერთად შეგროვებას შევძლებდით. ახლა ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ასეთი ადგილი გვაქვს და შეგვიძლია მსოფლიოში ყველაზე ძვირფას ადამიანებთან ერთად დასვენება მოვაწყოთ“- აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტი.
მაკ ლენი, ვირჯინია
ჯო ბაიდენი 2009-17 წლებში ვირჯინიას შტატში საცხოვრებლად მას შემდეგ გადავიდა, რაც ვიცე-პრეზიდენტი გახდა და ვაშინგტონში ხშირად უწევდა ყოფნა.
მთელი ამ წლების განმავლობაში ბაიდენი სახლს თვეში 20 000 აშშ დოლარად ქირაობდა. სახლს 5 საძინებელი ოთახი აქვს. მასში ასევე მოწყობილია სპორტული დარბაზი, საუნა და ავტოფარეხი, რომელიც 20 ავტომობილს იტევს.
ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ ბაიდენს ამ სახლში აღარ უცხოვრია.
გრინვილი, დელავერი (1996 წლამდე)
გრინვილში სახლი 1974 წელს ახალგაზრდა ბაიდენმა თავის პირველ ცოლ ნეილიასთან ერთად 185 0000 დოლარად შეიძინა. 1996 წელს ბაიდენმა სახლი 1.2 მილიონად გაყიდა, მიწის ნაკვეთი იყიდა და ახალი სახლი ისევ ქალაქ გრინვილში აიშენა.