ისრაელში კორონავირუსის გამო დაწესებული საყოველთაო კარანტინი გახანგრძლივდა, - მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა.
მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტმა ქვეყანაში 5 კვირით გამოცხადებული „ლოქდაუნის“ პარასკევამდე გაგრძელებას დაუჭირა მხარი.
მედიის ინფორმაციით, კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 4.5 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 51%-ს შეადგენს, თუმცა ვირუსი სწრაფად ვრცელდება იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც აცრა ჯერ არ გაუკეთებიათ.