მსოფლიოში 2020 წელს სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-ს 97,6%-მდე გაიზარდა, მაშინ როცა წინა წელს 83,5% იყო. ამის შესახებ მოწმობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში. ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიო სახელმწიფო ვალის ჯამური მოცულობა შეადგენს 89,6 ტრილიონ დოლარს. ამასთან, მათივე პროგნოზით 2021 წელს სახელმწიფო ვალი გაიზრდება მშპ-ს 99,5%-მდე.
„14 ტრილიონი დოლარის გლობალური ზომები, რომელიც გამოიყენება პანდემიასთან ბრძოლის წინააღმდეგ, მუშაობს ეფექტურად და ამცირებს ქვეყნებში ეკონომიკურ პრობლემებს, რომელიც გამოწვეულია პანდემიით, თუმცა ამავდროულად ზრდის ქვეყნების სახელმწიფო ვალებს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
მასში ასევე ნახსენებია, რომ სახელმწიფო ვალის მნიშვნელოვანი ზრდა გასულ წელს დაფიქსირდა მეტწილად განვითარებულ ქვეყნებში. მათი ვალი გაიზარდა 123%-ით, მაშინ როცა 2019 წელს 105% იყო. უკვე 2021 წელს კი მოსალოდნელია ზრდა 125%-მდე.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო ვალი 2020 წელს გაიზარდა და მშპ-ს 129%-ს შეადგინა, მაშინ როცა წინა წელს 108% იყო. მსოფლიო სავალუტო ფონდი ამ ვალის 132,5%-მდე ზრდას პროგნოზირებს.
ფონდის პროგნოზით, 2021 წელს მოხდება ბიუჯეტის დეფიციტის კლება უმეტესობა ქვეყნებში, იმის გამო, რომ აღდგება ეკონომიკური აქტივობები და შემოსავლების ზრდა.