გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 98.3 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 31.8 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 9.69%-ს შეადგენს.
აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 24 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 1.7%-ს შეადგენს. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 12.2 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.
ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 4.8 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 53.5%-ს შეადგენს. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 31 და 14%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდათ.