ბათუმში ე.წ უნივერსამის მოვაჭრეები მუშაობის ნებართვას ითხოვენ

ბათუმში ე.წ უნივერსამის მოვაჭრეები მუშაობის ნებართვას ითხოვენ. ისინი საპროტესტო აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ აჭარაში კორონავირუსის შემთხვევები შემცირებულია და ვაჭრობა შესაძლებელია. მათი თქმით, ფინანსური პრობლემები აქვთ შექმნილი.

“საახალწლოდაც უნდა გავხსნილიყავით და არ მოგვცეს მუშაობის საშუალება. ჩვენს უკან ოჯახებია. თუკი ყველა სავაჭრო ცენტრი იხსნება, ჩვენ რა დავაშავეთ. ჩვენი ინფორმაციით, მხოლოდ ჩვენი სავაჭრო ცენტრი არ გაიხსნა ბათუმში. ყველაფერი ღიაა დღეს, ჩვენს გარდა. მოგვცენ ჩვენც მუშაობის საშუალება. დავიცავთ რეგულაციებს მკაცრად.

არავინ პასუხს არ გვცემს. ადმინისტრაციამ გვითხრა, 15 თებერვალს გავიხსნებითო, დღეს არც მოვიდა ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომ გავიგოთ რას გვიპირებენ”, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ეთერ ბერიძე.