არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ნიჭიერ უცხოელებს მოქალაქეობას შესთავაზებენ

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ნიჭიერ უცხოელებს მოქალაქეობას შესთავაზებენ. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მახთუმის თქმით, მათთვის პრიორიტეტული მიმართულებებია სპეციალური ნიჭისა და უნარის მქონე ადამიანები - ექსპერტები, ექიმები, ინჟინრები, ხელოვანები, მეცნიერები და სხვა.

მისი თქმით, აღნიშნული პირები და მათი ოჯახის წევრები ორმაგი მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ.

მოქალაქეობის მიღება ასევე შეეძლებათ უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც ქვეყანაში საკუთრებას ფლობენ ან ინვესტიციას განახორციელებენ.

აქამდე არსებული კანონის მიხედვით კი, უცხოელი სპეციალისტები დროებით ვიზას იღებდნენ და ქვეყანაში დარჩენის უფლება რამდენიმე წლის განმავლობაში ჰქონდათ. მოქალაქეობის მიღება კი თითქმის შეუძელებელი იყო.

2019 წელს შეიხ მუჰამედმა ე.წ. „ოქროს ვიზის“ სისტემა შექმნა, რომელიც უცხოელ სპეციალისტებს არაბთან გაერთიანებულ საამიროებში 10 წლის განმავლობაში დარჩენის უფლებას აძლევდა. ამის შემდეგ კი ისინი იძულებულები ხდებოდნენ უკან, სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ.

BBC წერს, რომ ბოლო წლების განმავლობაში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცდილობენ ნავთობის ექსპორტზე დამოკიდებულება, სადაც მოსახლეობის 90%-ია დასაქმებული, ეტაპობრივად შეამცირონ და ახალი დარგები განავითარონ. მათ შორისაა მეცნიერება, ფინანსური ცენტრის შექმნა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

ბექა ბერიაშვილი