პანდემიის მიუხედავად, საქართველოდან ნატურალური თაფლის ექსპორტი 240%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს ქვეყნიდან 21,7 ტონა თაფლი გავიდა, ჯამში 122,5 ათასი დოლარის ღირებულების. შარშან თაფლი 12 ქვეყანაში გაიყიდა, 2019-ში ექსპორტზე მხოლოდ 56,3 ათასი დოლარის 6,38 ტონა ნატურალური თაფლი გავიტანეთ.
Top-5 ქვეყანა, სადაც 2020 წელს საქართველომ ნატურალური თაფლი გაყიდა:
- იტალია - 10 ტონა
- აშშ - 4,89 ტონა
- ბულგარეთი - 2,83 ტონა
- კანადა - 1,81 ტონა
- ყატარი - 123 ტონა