კვლევითი ინსტიტუტის ISET-ის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა ისევ შემცირდება. უფრო კონკრეტულად, ISET-ი მიმდიარე წლის პირველ სამ თვეში ეკონომიკის 3.5%-იან ვარდნას პროგნოზირებს.
ცხადია, ეკონომიკის შემცირების პროგნოზის მთავარი მიზეზი კვლავ კორონავირუსია, რომლის გამოც საქართველოს ეკონომიკა სრული დატვირთვით ვერ მუშაობს.
როგორც კვლევითი ინსტიტუტი აღნიშნავს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენა საქართველოს ეკონომიკის შემცირებაზე ტურიზმის სექტორის ვარდნას აქვს, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე