წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, "წითელ ხიდზე" არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.

"საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან, აზერბაიჯანში რეგისტრირებული სატვირთო ავტომანქანა შემოვიდა.

მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, აღნიშნული ავტოტრანსპორტის დეტალური დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი გამოვლინდა. აღნიშნული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 11 085 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 11 085 ლარის ოდენობით შეეფარდა",-ნათქვამია ინფორმაციაში.