ჩინეთში „ფეიკ ვაქცინების“ დამზადების საქმეზე 80-ზე მეტი პირი დააკავეს

ჩინეთმა „ფეიკ ვაქცინების“ წარმოების საქმეზე 80-ზე მეტი ადამიანი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ძიანსუს, პეკინისა და შანდუნის პოლიციის განყოფილებებმა აღნიშნული მოქალაქეები 3 000-ზე მეტი ყალბი ვაქცინის დამზადებაში მონაწილეობისთვის დააკავეს.

პოლიციამ დაადგინა, რომ დაკავებულები, 2020 წლის სექტემბრიდან ფიზიოლოგიური ხსნარის საშუალებით ყალბ ვაქცინებს ამზადებდნენ და მაღალ ფასად ყიდდნენ, რის შედეგადაც დიდი ფინანსური სარგებელი ნახეს.

შეგახსენებთ, ჩინეთში მოსახლეობის კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია ორი ჩინური კომპანიის, Sinovac-ისა და Sinopharm-ის მიერ დამზადებული ვაქცინების გამოყენებით მიმდინარეობს.