ნიუ-იორკის Comex -ის სავაჭრო ბირჟაზე ვერცხლის ფასმა ერთ უნციაზე 30 დოლარამდე მოიმატა. ბოლოს ვერცხლის ფასი ამ ნიშნულზე მაღლა 2013 წლის თებერვალში იყო.
აღსანიშნავია, რომ ვერცხლის ფასის ზრდა ხდება კერძო ინვესტორების აქტივობის ფონზე პოპულარულ ჯგუფში სოციალურ ქსელში Reddit — WallStreetBets. მათ გადაწყვიტეს ამ მეტალის ფასი გაეზარდათ კომპანია GameStop-ის აქციების ფასის გაზრდისა და მემ-კრიპტოვალუტას Dogecoin-ის წარმატების შემდეგ.