10 სამშენებლო კომპანია, რომელიც სატელევიზო რეკლამაში ყველაზე მეტს ხარჯავს

2020 წელს სამშენებლო სექტორში აქტიურობდა 20-ზე მეტი კომპანია, რომლებმაც მიმდინარე წელს სატელევიზიო სივრცეში 30 752 სარეკლამო რგოლი განათავსეს.

ამის შესახებ კომპანიის „ აი ფი ემ“ სარეკლამო მონიტორინგის კვლევაშია აღნიშნული, რომელიც 2020 წელს ტელევიზიაში სამშენებლო კომპანიების აქტივობას შეეხებოდა.

დოკუმენტის მიხედვით, სარეკლამო რგოლების განთავსების რაოდენობით პირველ ადგილზეა „არქი ჯგუფი“ 13 348 რგოლით, მეორე ადგილზეა „ენ-ბი-ჯი“ 2 471 რგოლით.

გთავაზობთ Top-10 კომპანიას, სარეკლამო რგოლების გასვლების, ქრონომეტრაჟის და მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციის მიხედვით:

  • „არქი ჯგუფი“ - 13 348 რგოლი
  • „ენ-ბი-ჯი“ 2 471 რგოლი
  • HOCHBAU – 2374 რგოლი
  • “ლისი დეველოპმენტი“ – 1775 რგოლი
  • KOHI.GE – 1466 რგოლი
  • TRIDE GROUP – 1397 რგოლი
  • DECOLINE სამშენებლო კომპანია - 1115 რგოლი
  • GURU HOLDING – 998 რგოლი
  • ბინადარი - 780 რგოლი
  • M2 – 760 რგოლი

რაც შეეხება სარეკლამო რგოლებში განხორციელებულ ინვესტიციას, ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით, ლიდერობს კომპანია „არქი“, რომელსაც მოსდევს „ემ კვადრატი“– 2 948 150 ლარით. უფრო დეტალურად:

  • „არქი ჯგუფი“ - 29 207 872 ლარი
  • M2 – 2 948 150 ლარი
  • “ლისი დეველოპმენტი“ – 2 145 530 ლარი
  • „ენ-ბი-ჯი“ - 1 6 55 040 ლარი
  • GURU HOLDING – 919 966 ლარი
  • HOCHBAU – 822 842 ლარი
  • KOHI.GE – 796 786 ლარი
  • GRADA DEVELOPMENT – 544 496 ლარი
  • KRTSANISI TWINS – 393 613 ლარი
  • GREENHILL RESIDENCE – 218 051 ლარი

ნინი ქეთელაური