2020 წელს სამშენებლო სექტორში აქტიურობდა 20-ზე მეტი კომპანია, რომლებმაც მიმდინარე წელს სატელევიზიო სივრცეში 30 752 სარეკლამო რგოლი განათავსეს.
ამის შესახებ კომპანიის „ აი ფი ემ“ სარეკლამო მონიტორინგის კვლევაშია აღნიშნული, რომელიც 2020 წელს ტელევიზიაში სამშენებლო კომპანიების აქტივობას შეეხებოდა.
დოკუმენტის მიხედვით, სარეკლამო რგოლების განთავსების რაოდენობით პირველ ადგილზეა „არქი ჯგუფი“ 13 348 რგოლით, მეორე ადგილზეა „ენ-ბი-ჯი“ 2 471 რგოლით.
გთავაზობთ Top-10 კომპანიას, სარეკლამო რგოლების გასვლების, ქრონომეტრაჟის და მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციის მიხედვით:
რაც შეეხება სარეკლამო რგოლებში განხორციელებულ ინვესტიციას, ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით, ლიდერობს კომპანია „არქი“, რომელსაც მოსდევს „ემ კვადრატი“– 2 948 150 ლარით. უფრო დეტალურად: