ილონ მასკის კომპანიაში SpaceX-ი აცხადებენ, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში ორბიტაზე გაუშვებს რაკეტას Falcon 9 კოსმოსური ხომალდით Dragon, რომლის ეკიპაჟში მხოლოდ სამოქალაქო პირები იქნებიან. აღნიშნული განხორციელდება კომერციული პროგრამის Inspiration4-ის ფარგლებში. ორბიტაზე 4 პირი გაფრინდება.
წინასწარი ვარაუდით, ისინი ორბიტაზე რამდენიმე დღე დაჰყოფენ და დედამიწას წრეს შემოარტყამენ.
პროექტში მოანწილეობა უკვე დააფინანსა ამერიკული კომპანია Shift4 Payments-ის დირექტორმა ჯარედ აიზეკმანმა, რომელიც ასევე დააფინანსებს გაფრენას იმ სამი დანარჩენი მოხალისესთვის, რომლებსაც ამ დრომდე ეძებენ. ჯგუფის დაკომპლექტებისთვის SpaceX-მა კიდევ 26 დღე გამოყო. განცხადების შეტანა შესაძლებელია პროექტის ვებ-გვერდზე.
Inspiration4-ის განსხვავება სხვა პროექტებისგან ისაა, რომ მასში ტურისტების თანმხლები არ იქნებიან პროფესიონალი ასტრონავტები.
მისიის გაშვება მოხდება კანავერალის კონცხიდან და რამდენიმე დღეში ფლორიდას სანაპიროებთან დაეშვება.